• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ გარკვეული დაძაბულობაა“

მმართველ გუნდში გაურკვევლობაა... არჩევნებამდე დაახლოებით 2 თვეა დარჩენილი და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, ამასთან, საზოგადოებას არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია თუ როდის იქნება ზუსტად არჩევნები. 

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, PRESA.GE-ს კითხვებს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პასუხობს. 

- საყურადღებოა NDI-ის ხელმძღვანელის შეფასება, რომელმაც აღნიშნა, რომ გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ 2 თვით ადრე უცნობია არჩევნების თარიღი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი განზრახ აჭიანურებს დროს, რადგან არ იცის მიიღებს თუ არა, თავად მონაწილეობას... 

- ეს არის პოლიტიზირებული განცხადება მარტივი მიზეზის გამო - კონსტიტუციური ვადები დაცულია პრეზიდენტის მხრიდან და არა მგონია საფუძველი ჰქონდეს ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას. მითუმეტეს, რომ გარკვეულ სუბიექტებს აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნები დაახლობებით 28 ოქტომბერს შედგება. 

- სხვა პოკიტიკური პარტიები აცხადებენ, არჩენების თარიღის ამ დრომდე დაუსახელებლობა არ აძლევთ მათ საშუალებას დაგეგმონ წინასაარჩევნო კამპანია, ამ მიზეზით, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, პრეზიდენტს დროულად მიეღო გადაწყვეტილება?  

- დიახ, სხვა საკითხია ის, რომ უმჯობესი იქნებოდა უფრო ადრე გამოცხადებულიყო ზუსტი თარიღი, იმისათვის, რომ ამოქმედებულიყო ამით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის პროცედურები, მაგრამ არა მგონია საჭირო იყოს ამ ვითარების დრამატიზება.

იმედია რომ ორ-სამ დღეში გვეცოდინება ზუსტი დრო. საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის, ამის გათვალისწინებით, არჩევნების თარიღი მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ გამოცხადებულა მაინც კარგად ვიცით, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა კი ამ ქვეყანაში არასოდეს წყვეტდა არჩევნების ბედს. 

- რატომ არ ან ვერ ასახელებს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს? 

- არ არის ამის აუცილებლობა და ამიტომ, ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი, როგორც ჩანს მმართველ გუნდში არის გარკვეული აზრთასხვადასხვაობა. 

თითქოს ვიცით ვინ იქნება კანდიდატი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით შიგნით გარკვეული დაძაბულობა არსებობს, იმიტომ რომ ყველას ესმის მხქარდაჭერის შუქჩრდილები და რაღაც გარკვეული პროცედურაა გასავლელი. 

- საუბარია სალომე ზურაბიშვილის, როგორც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე, რამდენად დამოუკიდებელ კანდიდატად შეიძლება იყოს ის აღქმული? 

- არასერიოზულია ამ ეტაპზე რაიმე ტიპის კანდიდატზე საუბარი, რადგან სალომე წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აქტივისტი „ქართული ოცნების“, ფორმალური გაგებით შესაძლოა ის პარტიაში არ იყო, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ფორმალისტურ საზოგადოებაში, რომ ამ კრიტერიუმებით ვიმსჯელოთ.