• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

"ოპოზიციასა და გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების უდიდესი შანსი აქვს" - ინტერვიუ ნიკა მელიასთან

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი აქვს.

საინტერესოა, გამოიყენებს თუ არა ოპოზიცია, ამ შემთხვევაში კი გაერთიანებული ოპოზიცია, ერთი მხრივ, მათ მიმართ გაზრდილ ნდობასა და მეორე მხრივ, მმართველი პარტიის რეიტინგის მკვეთრ ვარდნას?
ამ და სხვა საკითხებზე, პრესა.ჯი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას ესაუბრა.

- პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას როგორ შეფასებდით? მან “ქართული ოცნების“ მხრიდან უპარტიო კანდიდატის დასახელებას წინასაარჩევნო კურიოზი უწოდა, რასაც მმართველ გუნდის მხირდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა...

ნიკა მელია: არ მაქვს დიდი სურვილი კონცენტრაცია მოვახდინო ამ გაუთავებელ პოლიტიკურ კინკლაობაზე, რომელიც წლებია მიმდინარეობს პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის.

რას აკეთებს „ქართული ოცნების გუნდი, განსაკუთრებით, 2-3 წლის განვალობაში იგივე, პრეზიდნეტთან მიმართებაში, ან მარგველაშვილი მათთან მიმართებაში?

ისინი საქმეების გარჩევით არიან დაკავებულები, არადა ხალხმა აბსოლიტურად სხვა რამის გამო აირჩია.

საზოგადოებას სურდა მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, რაც პირიქით მოხდა.

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საერთოდ დაივიწყეს დაპირებები და მოვალეობები.

ამიტომ, ნაკლები ყურადღება ექცევა ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან მათი ურთიერთობის გარკვევას.

ცუდი საყურებელია ეს სცენა, რომელიც წლებია ვითარდება. ამიტომ, საჭიროა ეს უძრაობა დასრულდეს და ადამიანებმა იგრძნონ, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრება. ამომრჩეველს აქვს იმის უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს ანუ უკეთესად.

თუმცა, ეს ყველაფერი რომ დასრულდეს აუცილებელია 28 ოქტომბრის არჩევნები, რომელმაც ძირეულად უნდა შეცვალოს არსებული ვითარება.

- NDI-ის კვლევის შედგები რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის და თქვენი გუნდისათვის?

- ჩვენ დავინახეთ და ფაქტია, რომ ხელისუფლებას აქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მხარდაჭერა.

ამიტომ, როგორც არასდროს, ახლა, უდიდესი შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს - გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ის არის ადამიანი, ვინც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს... კვლევებმაც დააადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძე არ იყო კვლევაში გაზომილი, როგორც კანდიდატი, მაგრამ იყო გაზომილი პარტია, რომელსაც დიდი ძალა აქვს...

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მცირედით ჩამორჩება „ქართულ ოცნებას“. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პოლიკური პარტიების ერთობა შექმნილი.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით შეიკავა თავი ერთობაში გაწევრიანებისაგან, გადახედავენ ადრინდელ პოზიციას, სწორად განსჯიან არსებულ ვითარებას, შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობას და არჩერვანს გააკეთებენ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც ამ შემთხვევაში, მდგომარეობს გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებაში.

რატომ? იმიტომ რომ მას აქვს გამარჯვების ყველაზე დიდი და რეალური შანსი. მას აქვს შესაძლებლობა დაამარცხოს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი.

- თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამავე კველვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა - 48% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. ეს რაზე მეტყველებს?

- 62% საზოგადოებისა, ელოდება გაერთიანებას... ამიტომ, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები უნდა გაერთიანდნენ, არამედ, სამოქალაქო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების აქტიური წევრები...

სამუშაო ძალიან ბევრია, ძირითადად იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დავარწმუნოთ იმაში, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან მათი ხელით წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი.

ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია „ქართული ოცნების“ დამარცხება.

- რატომ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი?

- მიზეზი არის სწორედ ეს, მათ მშვენივრად იციან თუ რა ნდობით სარგებლობს დღეს ივანიშვილის გუნდი, რომელიც ცდილობს თავი დაიძვრინოს.

მსოფიო პოლიტიკურ ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია არ ასახელებდეს საპრეზიდენტო კანდიდატს.

- აქვს თუ არა, არსებითი მნიშვნელობა იმას, ზურაბიშვილი იქნება მათი ფავორიტი კანდიდატი თუ სხვა?

- ვერ გეტყვით, 2018 წელია და 6 წლის განვალობაში, ხელისუფლებას ჰქონდა უნიკალური შანსი დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ისინი ხალხის სამსხურში იყვენენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და საპირისპირო გააკეთეს, მათ გარიყეს საზოგადოება და ვიწრო კლანური მმართველობის ფარგლებში მდიდრდებიან მხოლოდ ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის გარშემო არიან შემოკრებილი, დაავიწყდათ ყველაფერი, რასაც ისინი საზოგადოებას ჰპირდებოდნენ.

საზოგადოების ყველა სეგნემტი და ასაკობრივი ჯგუფი დარწმუნდა საბოლოოდ იმაში, რომ ეს არის ხელისუფლება, რომლისგანაც აღარაფერს უნდა ველოდოთ...

ყველაზე დიდი საცოდაობა, რაც ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყანას დამართა, არის ის, რომ ხვალინდელი, უკეთესი დღის იმედიც კი გაუქრო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

ისინი ნიჰილიზმის მორევში გადავარდნილი არიან და რწმენა აქვთ დაკარგული.

ფართო პოლიტიკური გაერთიანების ამოცანაა, რომ მომდევნო სამი თვის გამავლობაში, მაქსიმალურად შევეცადოთ ამომრჩეველთა დარწმუნებას - მოვიდნენ არჩევნებზე.

ასეთ შემთხევაში, ვერანაირი გაყალების მეთოდი და ზეწოლა ამომრჩეველზე ვერ მოხდება.

ეს მინიმალური მხარდაჭერაც, რომლითაც სარგებლობს „ქართული ოცნება“, კველევის მიხედვით, ჩემთვის გასაკვირია, მარამ ამავე დროს, გასაგებიც არის, რადგან ადმინისტრაციული რესურსი მათ მეტი აქვთ.