• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

საყვარელიძის აზრით, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლება შესაძლოა რევოლუციური გზით შეიცვალოს

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მოახლოებულ არჩევნებზე, პრეზიდენტობის კანდიდატების რეალურ შანსებსა და NDI-ის კვლევის შედგებზე Presa.ge-სთან ისაუბრა.

მისი აზრით, 10 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ის სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობას მისცემს და იმ მცირე შანსებსაც გამოიყენებს ხელისუფლების შესაცვლელად, რომელიც დღეს არსებობს. 

საყვარელიძე ვაშაძის გამპრეზიდენტების შემთხვევაში, ხელისუფლების ცვლილების არც რევოლუციურ სცენარს გამორიცხავს. 

Presa.ge: რამდენად ენდობით NDI-ის კვლევის შედეგებს, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა? 

რამაზ საყვარელიძე: კვლევის შედეგები სანდოდ არ თვლება საქრთველოში, რადგან თავის დროზე, არჩევნების შედეგებსა და კვლევის შედგებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობა იყო. 

ამ კვლევაშიც არის იგივე მომენტი, 12% და 10%, ამ დროს იგივე ადამიანებს რომ ჰკითხეს საპარლამენტო არჩევნებში ვის მისცემდით ხმასო, იქ უფრო დიდი სხვაობა იყო. კონკრეტული პიროვნებები არც იქ არის დასახელებული და არც აქ, რატომ არის ამგვარი სხვაობა გასაკვირია. 

ერთადერეთი ახსნა ის არის, რომ NDI-ის ჯგუფის სურვილი იყო ეჩვენებინათ, რომ ორივე პოლიტიკურ სუბიექტს გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს. 

- 10 ოპოზიციური პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს რამდენად აქვს გამარჯვების შანსი?

- 10 ოპოზიციური პარტიის წევრები რომ შევკრიბოთ, ერთი პარტიაც არ გამოვა, ამიტომ, მათი მხრიდან იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ 10 პარტია გაერთიანდა, ცოტა არასწორია. 

მით უმეტეს, რომ ეს იგივე ოპოზიციური პატიებია, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ სინქრონიზირებულები.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, იგი სერიოზული კანდიდატურა იყო, მას ჰქონდა სერიოზული პოლიტიკური ფიგურის იმიჯი, მაგრამ ბოლო ხანებში გაკეთებული განცხადბები მას არ შეეფერება. 

თუმცა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადამწყვეტი არის შიდა პარტიული დისციპლინა, ის გუნდი, რომელიც გაერთიანდა, მოიაზრება ამ პარტიის მომხრეებად, აქედან გამომდინარე, ალბათ მიიღებს ხმების 13%-ს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიქცევა. 

- ვიცით, რომ პრეზიდენტის უფლებები იზღუდება. რა შეიცვლება თუკი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტი გახდება? 

- დავუშვათ გახდა პრეზიდენტი ვაშაძე, თუკი ის არის თავდადებული ნაციონალი, აღუდგენს სააკაშვილს მოქალაქეობას, შემდეგ მოიწვევს მას და დაუჯდება დამცველად, შეიწყალებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც სამართლებრივად იდევნებიან და ა.შ. 

მცირეოდენი შანსი, რაც არის დარჩენილი, მისი ამუშავება ვაშაძეს ნამდვილად შეუძლია... 

ამ მცირე მექანიზმების ამუშავების შედეგად კი, იქნება გამოყენებული ფსიქოლოგიური მექანიზმიც. თუ გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“, მოხდება ის, რაც სააკაშვილმა ბოლო პერიოდში გამოქვეყნა...

სწორედ ეს ფაქტი უბიძგებს მათ იმისკენ, რომ რევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება. 

- რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რატომ არ ასახელებს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს? 

- სანამ შეეძლებათ რომ არ დაასახელონ, არც დაასახელებენ... 

- ზურაბიშვილზე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატზე რას ფიქრობთ? 

- როგორც ივანიშვილის ინტერვიუდან ჩანდა, ის საკითხი თუ რომელი პარტიის წევრი იქნება მომავალი პრეზიდენტი, უფრო უცხოელი პარტნიორების გამო აღელვებს... 

ქართველი ამომრჩეველი ცდება იმაში თუ ჰგონია, რომ ზურაბიშვილი ვინმეს მითითებებს შეასრულებს. კარგად ვიცი სალომე ზურაბივილის პოლიტიკის სტილი - ნამდვილად არ არის ის ადამაინი, ვისაც მორჩილ პერსონად ჩათვლის საზოგადოება. 

ის ყოველთვის იტყვის და მოიმოქმედებს იმას, რასაც თავად გადაწყვეტს. 

- მიიჩნევთ, რომ ზურაბიშვილი არც ბიძინა ივანიშვილის მითითებებს შეასრულებს? 

თქმა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვინმეს მითითებებს შესარულებს (ბიძინა ივანიშვილზეც აღარ არის საუბარი)... ძალიან არ უნდა იცნობდე ზურაბიშვილს, ეგ რომ თქვა მასზე.