• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ვაშაძე: ხალხი გამწარებულია - არც ერთ შემთხვევაში არ სურთ „ქართული ოცნების“ გამარჯვება

როგორია საზოგადოების განწყობა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად პოზიტიურია ამომრჩევლის განწყობა ოპოზიციის გაერთიანების შესახებ...

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი და „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე „პრესა.ჯი“-ს კითხვებს პასუხობს.

- „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს, რატომ?

- ეს პროცესი, რატომაც ვერ ასახელებენ კანდიდატს, გამომდინარეობს იქიდან, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა „ქართულ ოცნებაში“.

ხალხი უკვე გამწარებულია გაჭირვებით და შიმშილით. ქვეყანა განსაკუთრებით გაღარიბდა ბოლო 4 წელიწადში, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი მილიარდი ლარით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც გვქონდა.

ეს დაეტყო ყველას ცხოვრებას, აქედან გამომდინარეობს დაბნეულობა „ქართულ ოცნებაში“, არ იციან რა ქნან, რომ სახე შეინარჩუნონ არჩევნებზე.

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის სტრატეგია არის ერთადერთი - მათ უნდათ, რომ არ დახარჯონ ფული, ყველაფერს გააკეთებენ რომ ადმინისტრაციული რესურსით აჩვენონ შედეგი.

თუმცა, თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს არჩევნებს, ისინი ამ ვერსიას უფრო აქტიურად განიხილავენ და იტყვიან, რომ ჩვენმა პარტიამ კი არ წააგო არჩევნები, არამედ, დამოუკიდებელმა კანდიდატმაო.

- NDI-ის კვლევის შედგებს როგორ შეაფასებდით?

- ეს აჩვენებს იმას, რომ ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად დაეცა, ხალხი ხვდება რომ ამ ტყუილში და კატასტროფაში ცხოვრება შეუძლებელია, უკიდურესად უჭირთ ადამიანებს.

ამჯერად მე ვიმყოფები იმერეთში, საზოგადოება შიმშილის ზღავრზეა მისული და ძალიან რთულია მათი მდგომარეობა, აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი.

- თქვენ სხვადასხვა რეგიონში დადიხართ, საინტერესოა, როგორია საზოგადოების განწყობა, ვის უჭერს მხარს, ამომრჩეველი?

- ფაქტობრივად, ყველა ჩამოყალიბებულია იმ აზრზე, რომ არც ერთ შემთხევაში არ უნდათ „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ძალიან პოზიტიური გამოხმაურებაა გაერთიანების შესახებ.

რაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, საკმაოდ დადებითია მათი დამოკიდებულება, არც კი მეგონა რომ ასე სწრაფად იმოქმედებდა საზოგადოების აზრზე, ეს ყველაფერი...

სადაც ვხვდები ადამიანებს, ყველა გვეუბნება, რომ ძალიან კარგია გაერთიანების იდეა. თუკი NDI-ის კვლევის მიხედვით ასეთი მცირე სხვაობაა ორ პარტია შორის, ვფიქრობ, რომ ახლა ორჯერ მეტია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გაერთიანების იდეიდან გამომდინარე.

- გრიოგოლ ვაშაძეზე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატზე რას გვეტყვით?

- გრიგოლ ვაშაძე არის ძალიან განათლებული და პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც გაუკეთებია კონკრეტული საქმე საქართველოსთვის, მარტო არაღაირების პოლიტიკა რომ ავიღოთ, მან ფაქტობრივად, საერთაშორისო დიპლომატიური ომი მოუგო რუსეთის ფედერაციას და სწორედ მისი მინისტრობის პეიროდში, აქტიური მუშაობის შედეგად არცერთმა ნორმალურმა ქვეყანამ არ აღიარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება მის პერსონალურ თვისებებს, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ის ჩვეულებრივი ოჯახიდან არის, უყვარს თავისი ქვეყანა, უნდა რომ ბოლომდე დაიხარჯოს თავისი სამშობლოსათვის, ამიტომაც გაკეთდა ჩვენი არჩევანი სწორედ მასზე.