• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

კახა კალაძე: პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს

თბილისის მერმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია პრეზიდენტობის კანდიდატი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდეს.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორიც ჩვენ გვაქვს, პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რაც 2012 წლამდე იყო, შესაბამისად, არც იმდენი თანამშრომელი სჭირდება, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული.

„კანდიდატს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ჯერ დრო არის. ვუყურებთ კამპანიას. ვნახოთ, შეიძლება სხვა ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდეს. ჩვენთვის მთავარია ის, რომ იყოს დამოუკიდებელი და არ მიეკუთვნებოდეს რომელიმე კონკრეტულ პარტიას“,- განაცხადა კალაძემ.



თეგები :

კახა კალაძე