• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. მისი განცხადებით, კაშიასთვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და თბილისის მერისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლა ფეხბურთელზე.

ასევე კახა კალაძე მოუწოდებს სპორტის და ფეხბურთის ყველა მოყვარულს, რომ გურამ კაშიას გვერდით დადგნენ.

28 აგვისტოს ფეხბურთელმა გურამ კაშიამ თავისი Facebook-ის გვერდი გააუქმა და ამის მიზეზი მოგვიანებით განმარტა. „მე სანამ ერთი გულშმატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი კულტურა, რელიგიური ადამიანი ვარ“, - დაწერა კაშიამ Instagram-ზე.

გურამ კაშიას მიმართ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, მან საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტნის მსგავსად, ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა.