• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

გადამწყვეტი ტესტი საქართველოსთვის- რუსული ფული, პარტიების დაფინანსება და პლურალიზმი

28 ოქტომბერს ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. მანამდე კი ევროპელი დეპუტატები იმ კონკრეტულ მოთხოვნებზე საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში უნდა გაითვალისწინოს.

გადამწყვეტი ტესტი საქართველოსთვის - ევროპარლამენტი იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას შეაფასებს.

“მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც რომ უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა. იმედი მაქვს რომ გარანტირებული იქნება პლურალიზმი, განსაკუთრებით კი მედია პლურალიზმი, რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ევროპარლამენტი გამოაგზავნის დამკვირვებლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ჩემი გამოცდილებიდან, ისინი ეუთოსა და ოდიარის მისიებთან ერთად კარგ საქმეს გააკეთებენ,”-ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან რებეკა ჰარმსი.

ევრპარლამენტი ასევე, საუბრობს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე.

ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრის, იარომირსტეტინას განცხადებით, ევროპელ დეპუტატებს აქვთ ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიას დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და რუსულ დაფინანსებას.

„დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა ქართულ ოცნებასაც აქვს. მაგრამ ანალოგიური პრობლემა ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით ვინ რომელი პარტია ან კანდიდატი დააფინანსა.

„ვიცით, რომ რუსეთი აფინანსებს არჩევნებს არაერთ ქვეყანაში და ჩემი აზრით ჩვენთანაც დააფინანსა, როდესაც პრეზიდენტს ვირჩევდით.
საქართველოსაც ჰყავს თავის ოლიგარქები , უკრაინასაც და ჩვენც. ეს თანამედროვეობის ჩვევად იქცა, მაგრამ დემოკრატიისთვის ძალიან საშიშია,”-ამბობს ევროპარლამენტარი იარომირ სტეტინა.