• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

გიგი უგულავა: სალომე ზურაბიშვილს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ

სალომე ზურაბიშვილს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგუოლავამ „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის მიერ 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომს უკავშირდება.

„ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო - ეს არ ეწერა სალომეს სუფლორზე, მაგრამ რაც იგულისხმა ეგაა. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია - საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს - მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა - მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!“ - წერს გიგი უგულავა.


თეგები :

გიგი უგულავა