• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

დიდი კორუფცია და მსხვილი კორუმპირებულები ხელისუფლებასა და ბიზნესში

ბოლო დღოს გავრცელებულმა ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ხელისუფლება ლპობის რეჟიმშია. კორუფციის დამანგრეველი გავლენა ირგძნობა ყველგან - მინისტრთა კაბინეტსა თუ ე.წ. სახელისუფლებო ბიზნესში.

ასპარაზზე გამოჩნდნენ ძველი კორუმპირებული ექს-ჩინოვნიკები, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლების დროს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების განიავებაში, გაფლანგვასა და მითვისებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

შეიძლება ითქვას, რომ გუშინ გავრცელებული აუდიო ჩანაწერით, ფაქტობრივად, დასტურდება შემდეგი: იმას, გაგვიძვირებენ თუ არა, პირველადი მოხმარების საგნებს, პროდუქტსა თუ სიგარეტს, წყვეტს და არეგულირებს არა ბაზარი, არამედ ორი-სამი კორუმპირებული ბობოლა, რომლებიც ჩვენს ხარჯზე ისქელებს ჯიბეებს.

რა გავიგეთ გუშინ?

აუდიოჩანაწერში სამი ბიზნესმენი ფიგურირებს: „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, შევარდნაძის ბნელი ეპოქის „ნათელი წერტილი“, ვანო ჩხარტიშვილი და ყოფილი ჩინოვნიკი, ირაკლი ჩუბინიშვილი...

ჩანაწერის მიხედვით, ჩუბინიშვილი და ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის დავალებით ოქუაშვილს ბიზნესის გადანაწილებას სთავაზობენ და ფაქტობრივად, არეკეტებენ.

ირაკლი ჩუბინიშვილი, რომელიც ჩანაწერში გვიყვება, რომ ბიზნესის გადანაწილების შემდეგ მოგების ნაწილი პარტიაში უნდა წავიდეს, რომელსაც იგი „ფონდს“ უწოდებს, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საუბარი დამონტაჟებულია. თუმცა, ფაქტები და კონტექსტი, საპირისპიროზე მიუთითებენ.

მეტიც, შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ჩხარტიშვილი, ამავე ჩანაწერში, საუბარში ახსენებს „უფროსს“, რომელსაც თურმე პირდაპირ ესაუბრება.

„უფროსში“, სავარაუდოდ, ივანიშვილი იგულისხმება, რომელიც აგერ უკვე მეექვსე წელია ხეებს თხრის და „ჭერში“ აწყობს - ბიუჯეტის ხარჯზე.

მანამდე, კიდევ რამდენიმე ჩანაწერი გასაჯაროვდა, საიდანაც ირკვევა რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრი ყიფიანი, ოქუაშვილს, შეიძლება ითქვას რომ ქრთამს სთხოვს - სახელმწიფოს სახელით.

რა ხდება ხელისუფლების შიგნით?

პროკურატურამ გავრცელებულ მასალებზე გამოძიება ფორმალურად დაიწყო და განაცხადა, რომ „იგეგმება ყიფიანის გამოკითხვა“.

ეს მაშინ, როდესაც ჩანაწერში პირდაპირ და მოურიდებლად არის საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა „გატყდეს“ მილიონები - ბიუჯეტსა და ჩინოვნიკებს შორის.

თუმცა, იმ პროკურატურისაგან, რომელმაც წულუკიანის, გახარიასა და სუბარის გავლენით,  ხელი დააფარა ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მკვლელებს, საქმის რეალური გამოძიება არც იყო მოსალოდნელი.

პირიქით, როდესაც ხელისუფლება პრეზიდენტობის კანდიდატად კრემლის რუპორს გვთავაზობს, ხოლო ქვეყნის შს მინისტრი რუსეთის კადრია, მეთოდებიც შესაფერისია - ძალადობრივი, სისხლიანი და რეპრესიული.

რა არის გამოსავალი?

გამოსავალი ჩვენი ხმა და ქმედებაა. ერთ თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია და ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ბოლო შანსი აქვს, პირდაპირი წესით აირჩიოს პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი.

გამოსავალი ჩვენი ხმის არგაყიდვა და არგაცვლაა.

გამოსავალი აქტიურობა და ჩვენი მტკიცე არჩევანის დაფიქსირებაა.

გამოსავალი ძალთა ბალანსი და ბიუჯეტის წურბელების სახელისუფლებო ვერტიკალიდან ჩამოშორებაა, რათა პენსიონერს, ექიმს, პედაგოგს, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში დასაქმებულს მეტი შემოსავალი, უმუშევარს კი, პერსპექტივა გაუჩნდეს.

ყველას გვყავს ფავორიტი, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი პატარა ქვეყნის პრეზიდენტი, რუსეთის რუპორი არ გახდეს. 

სალომე ზურაბიშვლი, რომელიც კრემლის ანტიქართულ პროექტს უკრავს ტაშს, მოურიდებლად აცხადებს, რომ თურმე, 2008 წლის აგვისტოში, ჩვენ დავუწყეთ რუსეთს ომი - ჩვენივე ტერიტორიაზე.