• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ივანიშვილი ოქუაშვილზე: ჩანაწერის ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ყოფილი პრემიერი ბიზნესზე რეკეტში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონი პრობლემების მოგვარებისთვის.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ზაზა ოქუაშვილს შეხვდა და მისი ბიზნესის პრობლემების შესახებ მოისმინა. ივანიშვილის განცხადებით, დახმარების მიზნით ბიზნესმენები მას ხშირად მიმართავენ ისევე, როგორც ხელისუფლებაში მყოფ პირებს.

„ალბათ, წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მე მართლაც შევხვდი მას ერთხელ და დავეხმარეთ მას ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი, გასაგებია, ეს ღიმილის მომგვრელია მხოლოდ. 

ჩანაწერის ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, რომ სად არის ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა