• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ყიფიანი მეორედ ჩაიყვანეს სარდაფში - „ქურდული წილი“ ივანიშვილს...

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის განცხადება ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედიის შედეგია, რაც შესაძლოა, სისტემამ ადამიანს დამართოს.

ლევან ყიფიანის პირით, გუშინ, ფაქტობრივად, ფარცხალაძე საუბრობდა. ადამიანი, რომელიც თავის დროზე გერმანიის სასამართლომ ბოტასების ქურდობისათვის გაასამართლა, შემდეგ კი, ოლიგარქმა მთავარ პროკურორად შემოგვასაღა.

„ყველა იმის დედა ვატირე, ვინც ეს ადამიანი ასეთ დღეში ჩააგდო“, - დაწერა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუქზე“ მას შემდეგ, რაც ყიფიანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა ასე უცნაურად და უსუსურად „გააპრავა“.

„ის, შეიძლება ითქვას მეორედ ჩაიყვანეს სარდაფში“. „სარდაფიდან ახლადამოსულს ჰგავდა“, - ამგვარი იყო საზოგადოების რეაქცია შეშინებული ექს მინისტრის გუშინდელი განცხადების შესახებ.

იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა

იცით, რომ სკანდალი და რეკეტის საქმე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გაასაჯაროვა.

მან გვაჩვენა ჩანაწერები, სადაინაც მტკიცდება, რომ ოთარ ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა, გააშიშვლა და სცემა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი პირადად მონაწილეობდა 4 მილიონის მისთვის „ახევაში“.

თუმცა, ცინიზმის მწვერვალი ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კომკავშირული ფანატიზმით „აპრავებენ“ ამ ბინძურ „ქეისს“, ხოლო აპოლიტიკური პროკურატურა ივანიშვილს დაკითხვაზეც კი ვერ იბარებს.

უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ ბიძინა, რომელიც სოლოლაკის ბორცვიდან გვესაუბრება, უნდა დაიკითხოს.

არადა, დამწყები იურისტისათვისაც კი ცხადია, რომ გავრცელებული ჩანაწერები და მასში მონაწილე პირების კომენტარები, უტყუარად იძლევა როგორც გამოძიების დაწყების, ისე მონაწილე პირების დაკითხვის აუცილებლობას.

ზაზა ოქუაშვილი გაჩერებას არ აპირებს. მან სარჩელი შეიტანა, როგორც ბრიტანეთის, ისე საფრანგეთის სასამართლოში. შესაბამისად, ივანიშვილს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, ნამდვილად მოუწევს თავის მართლება არა აქ, სადაც ყველაფერი მას ექვემდებარება, არამედ იქ - საფრანგეთში.

დაინახე მეტი...

სისტემური დანაშაული, რომელსაც ფარდა ახადა ზაზა ოქუაშვილმა, ტესტია თითოეული ჩვენგანისათვის.

წარმოიდგინეთ, ყოფილ მთავარ პროკურორს სარდაფში ჩაყავს ყოფილი მინისტრი, აშიშვლებს, სცემს და გაუპატიურებით ემუქრება...

ყოფილი პრემიერი ბიზნესს „ახევს“ მილიონებს...

ყოველი გაყიდული სიგარეტიდან კი, 2,5 თეთრი მმართველ პარტიაში მიდის. ეს მათი „ქურდული წილია“.

ამ დროს კი, საქართველოში ყოველი მეოთხე შიმშილობს.

ყოველი მესამე უმუშევარია.

ხოლო სრულწლოვან მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს ბანკის ვალი აქვს.

ეს მაშინ, როდესაც თქვენს ფულს ასე დაუდევრად ფლანგავს და ითვისებს სისტემა. სისტემა, რომელიც ადამიანებს აშიშვლებს.

წინ კი, საპრეზიდენტო არჩევნები და დიდი ცვლილებების დაწყების რეალური შანსია.