• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ვინ, როდის და რომელი ქვეყანა გაასამართლებს ბიძინა ივანიშვილს?

ყოფილი პრემიერისა და მილიარდერის ირგვლივ წრე ვიწროვდება. რუს ან კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „ავიწროებენ“. სულ ახლახანს კი, ამერიკაში პუტინის პირად დამფინანსებელს გაუყინეს ანგარიშები. 

რა ელის ივანიშვილს? 

ბიზნესის რეკეტის საქმეზე გამოქვეყნებული ჩანაწერები ავთენტურია. სწორედ ასეთი დასკვნა დადო ცნობილმა და მიუკერძოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ, რომელმაც სრული და საფუძვლიანი ექსპერტიზა ჩაუტარა იმ აუდიოჩანაწერებს, სადაც ივანიშვილის მხრიდან ბიზნესის რეკეტისა და 4 მილიონის არალეგალურად მოთხოვნის თემაზეა საუბარი.

მეტიც, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ჩანაწერები და სარჩელი უკვე წარუდგინა ბრიტანეთისა და საფრანგეთის სასამართლოებს. 

საფრანგეთი, კანონით არის ვალდებული, თავისი ქვეყნის მოქალაქის მიერ ჩადენილი შესაძლო გამოძალვის, ფულის გათეთრებისა და რეკეტის ფაქტები სათანადოდ გამოიკვლიოს და გამოძიება ჩაატაროს.  

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საფრანგეთის სასამართლოებში ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გმირს სანერვიულო ნამდვილად დაემატა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უტყუარი, პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობა, ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს ივანიშვილის მხრიდან ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულზე, რაზეც საფრანგეთისა და ბრიტანეთის სასამართლოები თვალს ვერ დახუჭავს. 

რა ხდება ოლიგარქის ირგვლივ? 

პოლიტიკური საკითხების გარდა, ივანიშვილს პრობლემები აქვს სხვა კუთხითაც. ერთი მხრივ, „ქართული ოცნებისა“ და პირადად მის მიმართ ნდობა კატასტროფულად ეცემა, მეორე მხრივ კი, ცივილიზებული სამყარო ყველა იმ ოლიგარქის ანგარიშებს ემუქრება გაყინვით, ვის მიმართაც ლეგალური ეჭვები ჩნდება. 

ე.წ. ანგოლა გეიტის, საფრანგეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებისა და ახლა უკვე რეკეტის საქმეები ჩვენს გმირს 10-ზე და ტკბილად დაძინების საშუალებას დიდი ხანი არ მისცემს. 

მეტიც, ივანიშვილს შესაძლოა, სერიოზული იურიდიული პრობლემები შეექმნას. მის მიერ შექმნილი ძირმომპალი და კორუმპირებული სისტემა კი, შევარდნაძის ბნელი რეჟიმივით წარსულს ჩაბარდეს.

28 ოქტომბერი

მკვეთრად გამოხატული პრორუსი კანდიდატის საკითხი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორობის თავის ტკივილად იქცა. მისი წარდგენითა და მხარდაჭერით ნათელი გახდა ის, თუ ვისკენ და რისკენ იხრება ყოფილი პრემიერი. 

თუმცა, გამორიცხული არ არის რომ 28 ოქტომბერს, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ივანიშვილისგან განსხვავებული არჩევანი გააკეთოს. საპრეზიდენტო არჩევნები კი, ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიგოს.ასეთ შემთხვეაში, მოსალოდნელია რომ „ქართული ოცნება“ სწრაფად ჩამოცილდება ხელისუფლებას, რასაც დიდი ალბათობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დევნილი პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება და პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლება დააჩქარებს.