• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

გიორგი ვაშაძე: ეს არის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს

ქვეყანაში არის უკანონო ბანდფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, უკიდურესად მძიმედ ექცევიან და მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული დანაშაულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარისას განაცხადა.

„ქვეყანაში არის უკანონო ბანდფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, უკიდურესად მძიმედ ექცევიან. არ არსებობს არანაირი სამართალი და მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული ამ ბანდფორმირებებისთვის დავალების მიცემაში, დანაშაულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაში.

გუშინ ფაქტობრივად, ყველა ფაქტორი დავინახეთ, თუ რა ახდენდა ზეგავლენას ხორავას ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდებთან მიმართებაში და ის რასაც ზაზა სარალიძე ამბობდა ამდენი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, პირდაპირი მტკიცებულებები ვნახეთ ამ ყველაფრის.

კიდევ ერთხელ ვიძახით, ეს არის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს, ხელს აფარებს მათთან დაახლოებულ პირებს, ასრულებს უკანონო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი სახელმწიფო მართვის მექანიზმები იმისთვის, რომ გარკევეული პრევენცია მოახდინოს და თავის მოქალაქეები დაიცვას.

28 ოქტომბერს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი. არჩევნების გზით მშვიდობიანად გავისტუმროთ ერთხელ და სამუდამოდ ეს დანაშაულებრივი სისტემა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.