• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

„იმ ჩანაწერების ავთენტიკურობა, რაც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს(რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს),  არ ენდობა, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ძიება უნდა დაიწყონ. 

„თავისთავად ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩვენ სულ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ, იმ ჩანაწერების ავთენტიკურობა, რაც „რუსთავი 2“-მა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ, პირდაპირი ნდობა აქ ვერ მექნება და გამოძიებას დაველოდები“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, კითხვები გაჩნდა, რადგან ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის მეთოდოლოგია და საუბარი, რაც ჩანაწერში ისმის.

„თავისთავად ცხადია, კითხვები არსებობს. ბუნებრივია, ეს კითხვები ყველას გაუჩნდა, რამდენადაც ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია საუბარი და მეთოდოლოგია, რაზეც ჩანაწერში ხმა ისმის. ამიტომ ცხადია, კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნდობა ჯერ ვერ მექნება, სანამ გამოძიება არ დასრულდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.