• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

გიორგი ვაშაძე: ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“

ყოველდღიურად ვხედავთ დამადასტურებელ ფაქტებს, თუ რა დანაშაულებრივ სისტემაში ვცხოვრობთ, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ფარულ ჩანაწერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“, გამოძიების ნაცვლად, აბსურდის თეატრს დგამს.

„ყოველდღიურად ვხედავთ დამადასტურებელ ფაქტებს, თუ რა დანაშაულებრივ სისტემაში ვცხოვრობთ, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ”. ამ სისტემაში ჩართულია სასჯელაღსრულება, იუსტიცია, შს სამინისტრო, პროკურატურა და ა.შ. ამის პასუხი არის 28 ოქტომბრის არჩევნები. ეს ხალხი არაფერს გამოიძიებს. ვხედავთ, რომ გამოძიების სანაცვლოდ, აბსურდის თეატრს დგამენ. რაც შეეხება შინაარსს, ძალიან საგანგაშოა, რომ ასე ხდება მინისტრების შანტაჟი მათი უკანონო ქმედებების გამო. ძალიან საგანგაშოა ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პირდაპირი საუბარი, რომელსაც ეს ადამიანი ახდენს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.