• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

წულუკიანმა 47 ათასამდე ყალბი პირადობის მოწმობა გასცა - სკანდალური ფაქტები არჩევნების გასაყალბებლად

„ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. დიდი და მასშტაბური ფარსი – ეს ისაა, რასაც ხელისუფლება 28 ოქტომბერს აპირებს

Presa.ge-მ გაარკვია, როგორ, როდის და რა ფორმით ეცდება ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებზე ზემოქმედებასა და ამომრჩეველთა ნების იგნორირებას.

  • ეტაპი პირველი

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, იუსტიციის სამინისტრომ, მინისტრ წულუკიანის უშუალო მონაწილეობით 47 ათასამდე ყალბი პირადობის მოწმობა გასცა.

ხელისუფლების აზრით, 47 ათასამდე ყალბი ხმა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებაში. ყალბი პირადობის მოწმობები, ძირითადად, „ქართული ოცნების“ სანდო აქტივისტებზე გადანაწილდა მთელი საქართველოს მასშტაბით. 

„ქართული ოცნების“ აქტივისტები არჩევნების დღეს, მას შემდეგ, რაც თავად მისცემენ ხმას, სხვადასხვა უბნებზე გადაინაცვლებენ და უკვე ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებით „დაეხმარებიან“ სახელისუფლებო კანდიდატს. 

  • ეტაპი მეორე

კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე იქნებიან, სპეციალური დირექტივა მისცეს. ეს დირექტივა განსაკუთრებით რეგიონების იმ სოფლებში ამოქმედდება, სადაც დამკვირვებელთა სიმცირე იქნება. 

კერძოდ, საარჩევნო უბნების დახურვამდე, ცოტა ხნით ადრე გაითიშება ელექტროენერგია. სწორედ ამ მომენტში უნდა ჩაყარონ კომისიის წინასწარ შერჩეულმა წევრებმა წინასწარ შემოხაზული და გამზადებული საარჩევნო ბიულეტენები, რამაც მათი გათვლით, არსებითად უნდა შეცვალოს სავალალო სიტუაცია. 

  • ეტაპი მესამე

მესამე ეტაპი უკვე ოლქებსა და „ცესკოში“ დაიწყება. მაგალითად, „ცესკო“ თავდაპირველად იმ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებას დაიწყებს, სადაც „ქართული ოცნების“ ფავორიტს შედარებით კარგი მდგომარეობა ექნება. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ: „ცესკო“ ეცდება ამომრჩეველი შეაგუოს იმ აზრს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. ამ ფონზე, საყვირებითა და მანქანებით, „გამარჯვების ყიჟინას“ დასცემენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და შექმნიან ყალბ ფონს იმისას, რომ თითქოს არჩევნები მოიგეს.

პარალელურად, უკვე წყნარად გააგრძელებს „ცესკო“ „თავის საქმესა“ და ამომრჩეველთა ნების იგნორირებას. შედეგად კი, ხელისუფლების ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი არჩევნების ყალბ შედეგებს შეეგუება. 

  • ეტაპი მეოთხე

ყველა რეგიონში შეკრიბეს არაფორმალური დაჯგუფებები, რომელთა წევრებმა გაიარეს სპეციალური მომზადება. ამ დაჯგუფებებს, რეგიონებში, დიდწილად, გუბერნატორი ან მისი მოადგილე კურირებს. საჭიროების შემთხვევაში, არაფორმალური დაჯგუფებები მიიღებენ ამა თუ იმ უბნის დარბევის, საარჩევნო ყუთის გატაცების ან ოპოზიციის მხარდამჭერთა განეიტრალების ბრძანებას. 

მეტიც, თუ „ქართული ოცნება“ დაინახავს, რომ არჩევნებს, მიუხედავად გაყალბებისა, მაინც დიდი ანგარიშით აგებს, იგეგმება მთელი საარჩევნო პროცესის ჩაშლა და ამის ოპოზიციისთვის გადაბრალება. 

თქვენი ხმა იგებს...

ვითარება ნამდვილად საგანგაშოა და ამ ფონზე, მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა, ბევრი დამკვირვებელი და უცხოური ორგანიზაციების ჩართულობა. 

 მართალია, ხელისუფლება არჩევნების ტოტალურად გაყალბებას გეგმავს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების, ოჯახის წევრების ხმა იგებს... 

თუ თითოეული ჩვენგანი კარგად გავიაზრებთ იმას, რომ ჩვენს მომავალს ჩვენვე ვწყვეტთ, ვერანაირი გაყალბება არჩევნების საბოლოო შედეგებს ვერ შეცვლის. ყველას ერთად, აქტიურობით, საარჩევნო ურნასთან მისვლითა და არჩევანის გაკეთებით, ნამდვილად შეგვიძლია არავის მივცეთ უფლება გააყალბოს ჩვენი ხმა და გაგვიმრუდოს მომავალი.