• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

საარჩევნო უბნების 96% დათვლილია: სალომე ზურაბიშვილი - 38.60%, გრიგოლ ვაშაძე - 37.73%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საარჩევნო უბნების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს ხმათა 38.60% ანუ 602 279 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 37.73% ანუ 588 725 ხმა აქვს.

მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 168 689 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.95 პროცენტს შეადგენს. დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.

თუ არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.