• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ტელეკომპანია „იმედი“ გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ საეთერო ბადეს ცვლის და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“... ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი", — ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გაავრცელეს.

ტვ იმედის ცნობით, თოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში გავა ახალი თოქ-შოუ „იმედი Live“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.

ტელეკომპანიის განცხადებაში წერია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს.

„გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი იმედისთვის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა", — ნათქვამია განცხადებაში.