• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი: „ყველა ძალებით, ყველა ღონებით“

„გამარჯვება მეორე ტურში ყველა ძალებით, ყველა ღონებით“, - ასეთი დალაგებული ქართულით უპასუხა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის პრორუსულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე: „რა გეგმები გაქვთ?“. 

ქალბატონმა ზურაბიშვილმა არ განმარტა, კონკრეტულად როგორ აპირებს გამარჯვებას მაშინ, როდესაც პირველი ტურის შედეგებით გამოჩნდა რომ საერთო ოპოზიციური ხმები 60 პროცენტზე მეტია. 

მიუხედევად იმისა რომ პირველ ტურში, ხელისუფლებამ ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა, შედეგები გააყალბა და ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შორის სხვაობა მხოლოდ 0.9 პროცენტია. 

შეგახსენებთ რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. ცესკო თარიღის გამოცხადებას არ ჩქარობს, რითაც ხელისუფლებასა და მის პრორუსულ კანდიდატს ეხმარება.