• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურის ჩაშლას გეგმავს - რა ხდება ივანიშვილის კარზე

„ქართული ოცნება“ გაყალბებისა და ამომრჩეველთა ნების იგნორირებისათვის ემზადება. ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებმა რეგიონები გადაინაწილეს. 

სწორედ ისინი იქნებიან „სოლოლაკის ბორცვის მბრძანებელთან“ ანგარიშვალდებულნი არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე.

გაყალბებიდან ტერორამდე

ივანიშვილისათვის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პირადი უსაფრთხოებისა და ბიზნესის თემაა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრაზე მან ვერც კი დამალა ის გარემოება, რომ „თუ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება, მის ბიზნესსა და გეგმებს საფრთხე დაემუქრება“.

ივანიშვილის გეგმები

ოლიგარქის მთავარი გეგმა ხელისუფლების 2030 წლამდე შენარჩუნებაა  სხვადასხვა გზითა და ფორმით.

სწორედ ამ დრომდე აპირებს ოლიგარქი ყველა ის ბიზნეს სფერო აითვისოს, სადაც დამატებით შეძლებს მილიარდების შოვნას.

ერთ-ერთი ასეთი სფერო კი მარიხუანას პლანტაციების გაშენებაა. მიუხედავად იმისა, რომ მან ამ საკითხში, დროებით უკან დაიხია და კანონპროექტი გაიწვია, ივანიშვილი არ გეგმავს უარი თქვას მის მორიგ ოცნებაზე: საქართველო მარიხუანას პლანტაციების ქვეყანა გახადოს.

ამისათვის ოლიგარქს მიწებიც შეძენილი აქვს და კანაფის სათესლე მასალაც. ასე რომ, თუ მან ლავროვის ფავორიტი ზურაბიშვილი პრეზიდენტად დასვა, ჩვენი პატარა, მშვენიერი ვაზის ქვეყანა კანაფის რესპუბლიკად გადაიქცევა.

„ოცნება“ მეორე ტურის ჩასაშლელად ემზადება?

ივანიშვილი ნერვიულობს. თუ არჩევნებს ვერ მოიგებს, მას სამმაგი საფრთხე დაემუქრება. კრემლიდან უსაყვედურებენ, ხელისუფლების მითვისებას ვეღარ შეძლებს და ხალხიც გაცილებით მეტად დაინახავს მის როლს ქვეყნის გაღარიბების საქმეში.

სწორედ ამიტომ, აი ახლა, ამ წუთებში ყველა საჯარო უწყება თითქმის მოშლილია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიციის მაღალჩინოსნები წესრიგზე კი არა, გაყალბებაზე ფიქრობენ.

თავდაცვაში სრული ქაოსია. იზორია სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. ჯარს ლავროვის ფავორიტის არჩევა არ სურს. არმია უარს ეუბნება სალომე ზურაბიშვილს, რაც გენერლის მიმართვითაც გამოჩნდა და ასეულობით სამხედროს მოწოდებითაც.

გამოსავალი არა ხალხზე ორიენტირებული რეფორმები, არამედ გაყალბება და ტერორია. ასე ფიქრობს ოლიგარქი და ასეთი გეგმა შემუშავდა „ქართულ ოცნებაშიც“.

მეტიც, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნიორი ქვეყნების პირველი პირები და დიპლომატიური კორპუსი არ იაქტიურებს, სავარაუდოა, რომ ოლიგარქი არჩევნების მეორე ტურის ჩაშლაზეც წავა. 

თქვენი ხმა გადამწყვეტია

თუმცა, არის ერთი გამოსავალი. რაც არ უნდა მოიფიქრონ, მოიგონონ და დაგეგმონ, თუ თითოეული ჩვენგანი ვიაქტიურებთ, არჩევნებზე მივალთ (ჩვენს ახლობლებსაც იგივეს ვურჩევთ) და მტკიცე პოზიციას დავაფიქსირებთ, ხალხის ნებას ვერავინ შეცვლის.

„ოცნებამ“ გაგვაღარიბა, უმუშევრობა გაზარდა, ლარი გააუფასურა, ცხოვრება გაგვიძვირა და ყოველდღიურობა გაგვიმწარა.

თუმცა, ეს კიდევ არაფერია იმ ცინიზმის მწვერვალთან შედარებით, რასაც კახი კალაძე და მისი სახით ხელისუფლება ცდილობს.

კალაძე და ივანიშვილი შვილმოკლულ მამებს აბუჩად იგდებენ. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თვეებია პარლამენტის წინ აღამებენ და მოკლული შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.

კალაძე კი, რომლის ოჯახის წევრები ნაძვის ხეებს თურმე დოლარებით რთავენ, შვილმოკლულ მამებს ეუბნება რომ „ადგილი მოასუფთაონ და სხვაგან გადაინაცვლონ“.

ვის რად უნდა ნაძვის ხე, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის დამცირების, დაჩაგვრის ხარჯზე? ჩვენ უარს ვამბობთ ნაძვის ხეზე და ვირჩევთ ადამიანს, თქვენ?