• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

"საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიშს ვუხდი ყველას"

"ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს - ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი", - დაწერა სოციალურ ქსელში  „ქართული ოცნების“ პიარის ხელმძღვანელმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მასზე სიუჟეტი გავიდა.

სიუჟეტიდან ირკვევა რომ ლაშა ნაცვლიშვილი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, დაარღვია მოძრაობის არაერთი წესი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ ის არ დააჯარიმა და სახლამდეც მიაცილა.

"წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც”, - წერს ნაცვლიშვილი.