• თბილისი
  • 11°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

ქართული ოცნების მხარდამჭერმა, ნაც. მოძრაობის ონის რაიონული თავმჯდომარე დანით დაჭრა

მეორე ტურის წინ, ქართული ოცნების და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციის მომხრეებზე ძალადობა გრძელდება.

 

მას შემდეგ, რაც შსს-მ ახალქალაქში ქართული ოცნების დეპუტატ მკოიანისა და მისი გარემოცვის მიერ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში შეჭრა და იარაღის ტარით ოპოზიციის მომხრეების სასტიკი ცემა არ გამოიძია, როგორც ჩანს, ძალადობა კიდევ უფრო წახალისდა.

 

მაგალითად, ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჭრა. ფაქტს პოლიციას ადასტურებს.

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული . . განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ..მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

 

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -.. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფიერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე .. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, ..- მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა.

 

აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ..- ..- დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, . . მომხდარიდან მალევე დააკავეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 - მუხლით“, - ნათქვამია შსს- მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ონის რაიონულ ორგანიზაციაქში კი, აცხადებენ რომ პარტიის თავმჯდომარე არაფხიზელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, განსხვავებით ზურაბიშვილის მხარდამჭერისგან, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მომხის მკვლელობას შეეცადა.


"ჩვენი ონის ორგანიზაციის ლიდერი ნოდარ ბურდილაძე,რომელიც დღეს მიდიოდა სოფელ ღებში ჩემი სკაიპ ჩართვის დასაორგანიზებლად, მრავლობითი ჭრილობების მიყენებით,მძიმედ დაჭრა კახა ისაკაძემ მეტსახეად "ბეგლარიჩმა" "ქართული ოცნების" აქტიურმა მხარდამჭერმა, რომელიც მუდმივად იგებს ტენდერებს ონში და მისი ძმა მერიის მაღალჩინოსანია...


ახლა სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ. ვლოცულობ,რომ კარგად იყოს", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.