• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიციის გეგმებზე სათქმელი არაფერი მაქვს... მათ ჰკითხეთ

ოპოზიციაზე მათ ჰკითხეთ, რაც მათ ეხებათ, მე დღევანდელ დღეს ოპოზიციის გეგმებზე სათქმელი არაფერი მაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით განუცხადა.

„დღეს არ ვარ ჯერ მომზადებული მაგისთვის, ძალიან ბევრი საქმე მაქვს უშუალოდ ამ ინაუგურაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს.