• თბილისი
  • 28°C
  • 20 მაისი, 2019
article

ხმალაძე: დღევანდელი პარლამენტი საზოგადოებრივ განწყობას არ გამოხატავს

კრიზისი, პარლამენტის როლი, მმართველი პარტიის შესაძლო დაშლა და ხელისუფლების დაკარგვის რისკი - ვახტანგ ხმალაძე „პრესა.ჯი“-ს კითხვებს პასუხობს. 

presa.ge: რა სახის კრიზისია ქვეყანაში და უმრავლესობაში? 

- პოლიტიკური კრიზისია, როგორც უმრავლესობაში ასევე ზოგადად, ქვეყანაში. ეს აშკარად ჩანს, ამის გამომწვევ მთავარ მიზეზად ვიტყოდი იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც კლასკური პარტია, ვერ ჩამოყალიბდა. 

ის რაც უნდა აერთიანებდეს ამ პარტიის წევრებსა და შესაბამისად, პარლამენტში პარტიის წარმომადგენლებს, არ არსებობს. 

შემადგენლობა საკმაოდ ეკლექტურია და ამან ბუნებრივად გამოიწვია ფრაქციაში დაჯგუფებების შექმნა. 

როდესაც წარმოიქმნება ხოლმე რაიმე პრინციპულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფორმალური ერთიანობის დაშლა. 

ძირითადი მიზეზი ეს არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც ახლა ხდება, ეს გამოიწვია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებულმა საკითხმა. 

იყო ხოლმე სხვა საკითხებზე აზრთა საკმაოდ მკვეთრი სხვადასხვაობა, მაგრამ, მოხერხდა ის, რომ არ დაიშალა პარტია და არ მივიდა კრიზისამდე. თუმცა, ახლა...

- არის თუ არა, იმის შანსი რომ ივანიშვილმა ხელისუფლება 2020 წლამდე დაკარგოს? 

- თუ დაიშალა ფრაქცია, ამან შესაძლოა ხელისუფლების დაკარგვის რისკი გაზარდოს, მაგრამ ყველაფერი იქნება დამოკიდებული საზოგადოების განწყობაზე. 

რამდენსაც არ უნდა ეცადონ ოპოზიციური პარტიები, თუ მათ ექნათ საზოგადოების ფართო მხარდაჭერა, ამ შედეგს ვერ მიაღწევენ. 

ყველაფერი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ მოქმედება. ეს მოქმედება გაზრდის პროტესტს თუ შეამცირებს მას. 

- გამოხატავს თუ არა, დღევანდელი პარლამენტი ხალხის ნებას? 

- დღევანდელი პარლამენტი საზოგადოებრივ განწყობებს აშკარად არ გამოხატავს. 

ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსული პოლიტიკური ძალა, დროთა განმავლობაში კარგავს საზოგადოების მხარდაჭერას. მისი რეიტინგი, როგოც წესი, ყოველთვის ეცემა. 

თუმცა, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა მეორე ვადით არის უმრავლესობაში. თუმცა, თუ მძიმე პოლიტიკური კრიზისი არ წარმოიქმნა, ამის გამო, არ ხდება რიგგარეშრ არჩევნების დანიშვნა.


×