• თბილისი
  • 11°C
  • 23 მარტი, 2019
article

"ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ და მე არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას"

არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ, ყველამ ვიცით, რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ და მე არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე უკრაინიისთვის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მიღების მილოცვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. 

"საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ანუ ჩვენთან ეს იყო საწინდარი დამოუკიდებლობის. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის მილოცვა უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ბუნებრივი, მაგრამ დღეს გესაუბრებით, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ვიცი და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

თეგები :

×