• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

სამედიცინო ნარკოტიკის სკანდალი - დაიჭერენ თუ არა, სერგეენკოს?

"პრესა.ჯი"-სთვის ცნობილი ხდება იმ მასალების დეტალები, რომლებიც ოლიგარქმა ივანიშვილმა თავისივე მინისტრზე შეაგროვა. 

საუბარია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოზე, რომელმაც არაფორმალური მმართველის ბრძანებით აკინძული დოკუმენტების მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სამედიცინო ნარკოტიკები მიითვისა ან გაფლანგა. 

რა მოხდა საჩხერის საავადმყოფოში? 

დავით სერგეენკო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორად ჰყავდა დასაქმებული ივანიშვილს. 

ხელისუფლების შეცვლიდან მალევე, ივანიშვილმა სამართალდამცველებს სერგენკოს მუშაობის წლები საფუძვლიანად შეამოწმებინა და აღმოჩნდა რომ მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სამედიცინო ნარკოტიკი ჰქონდა გაფლანგულ-მითვისებული. 

საუბარია მორფინსა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკზე, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებები როგორც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს, ისე იყენებენ, მკაცრი აღრიცხვის პირობებში. 

 დაკარგულ-გაფლანგილ ნარკოტიკთა ოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ დავით სერგეენკო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩებოდა. 

ივანიშვილმა კი, 2013 წლის ბოლოსკენ მოძიებული დოკუმენტები შეინახა და ფაქტები არ გაახმაურა. 

თუმცა, "პრესა.ჯი"-მ  სამედიცინო ნარკოტიკის სკანდალის დეტალები საჩხერის საავადმყოფოს ექიმებისგან კონფიდენციალურობის დაცვით მოიპოვა. 

"იყო ნარკოტიკების გაყიდვის და საავადმყოფოდან გატანის შემთხვევები ", - ამბობენ ისინი.

 კორუფცია და მინისტრი

გარდა სამედიცინო ნარკოტიკების გაუჩინარებისა, სერგეენკოს გარემოცვა ეჭვმიტანილია სხვადასხვა სახის კორუფციულ გარიგებებში, ბიუჯეტის გაფლანგვასა და პირადი ბიზნესის ლობირებაში. 

სერგეენკოს უწყებაში იმდენად ნათლად ჩანს კორუფციის ფაქტები რომ ამის შესახებ თვალს ვერც ივანიშვილის შერჩევითი სამართალი ხუჭავს. 

გასულ წელს, ივანიშვილის რეპრესიულმა მანქანამ სერგეენკოს გარემოცვის რამდენიმე წევრი დააკავა კორუფციის ბრალდებით, თუმცა, ჯერჯერობით, ოლიგარქი მის "პირად ექიმს" არ შეხებია. 

მოშლილი სისტემა

კორუფციისა და ხალხის ფულის მითვისების პარალელურად, მინისტრის დაუდევრობის, უყურადღებობისა თუ მოშლილი სისტემის გამო, 21-ე საუკუნეში უკვე ოცამდე ადამიანი გარდაიცვალა გრიპით. მათ შორის ქალები და ბავშვები. 

გრიპის ვირუსის ეპიდემიამ ნათლად დაგვანახა ის მანკიერი მხარე, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში, მეტასტაზის როლს ასრულებს. 

გადავსებული საავადმყოფოები, უყურადღებოდ დატოვებული პაციენტები, არასაკმარისი მედიკამენტები, ხარვეზიანი სერვისი და კორუფცია - ეს იმ არასრულ მიზეზთა ჩამონათვალია, რომელთა გამოც გრიპის ვირუსმა ასეთი დიდი მსხვერპლი გამოიწვია. 

 თუმცა, ახლა ვგებულობთ რომ გრიპის ვირუსი პიკს თებერვალში მიაღწევს, პარალელურად კი, ისედაც გაღარიბებულ და ქართული ოცნების ხელისუფლებისაგან მრავალგზის დაზარალებულ ხალხს, "წითელას ეპიდემიაც" ემუქრება.

"ქვეყანაში წითელას ეპიდ-აფეთქებაა, გავრცელების არეალები კი კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა", - აცხდებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.