• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

კახ-ტრანსგაზი – მილიონები ადამიანთა ტრაგედიის ხარჯზე

თბილისის მერმა „ხელები დაიბანა“. ნაცვლად იმისა, რომ მისი ბიზნესის  „ყაზტრანსგაზის“ დაუდევრობით მომხდარი ტრაგედია აღელვებდეს და აფეთქების გამომწვევ შედეგებზე დაფიქრდეს, ყველაფერი „რუსთავი 2“-სა და მედიას გადააბრალა. 

კახი კალაძის დღევანდელი უპასუხისმგებლო და ცინიკური განცხადებებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას საკუთარი გარემოცვა და ბიზნესი აინტერესებს და არა ის, რამ გამოიწვია 4 ადამიანის, მათ შორის 4 წლის ბიჭის გარდაცვალება. 

კალაძის ბიზნესი 

ბევრმა იცის, რომ „ყაზტრანსგაზი“ კალაძის პირადი ბიზნესია. ეს კომპანია ივანიშვილმა ჯერ ყაზახებს წაართვა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი, თბილისის მერსა და მის ბიზნეს-პარტნიორს, ხვიჩა მაქაცარიას მისცა. 

კახი კალაძემ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ საკუთარი გარემოცვის წევრები დანიშნა მერიიდან და ენერგეტიკის ყოფილი სამინისტროდან როგორც კომპანიის უფროსად, ისე ქვედა რგოლშიც. 

შედეგად: კალაძე-მაქაცარიას ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებულ „ყაზტრანსგაზში“ მოიშალა უსაფრთხოება და გახშირდა დაუდევრობის ფაქტები, რამაც სამწუხაროდ, 16 იანვარს ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. 

თუმცა, იმ თბილისის მერი, რომელიც სიკვდილის, საყოველთაო გაჭირვების, სიღატაკისა და აფეთქების ქალაქად იქცა, ურცხვად იშვერს ხელს მეოთხე ხელისუფლების მისამართით. 

კერძოდ, კალაძე აცხადებს რომ „ყველაფერი „რუსთავი 2“-მა და ოპოზიციურმა მედია-საშუალებებმა მოიგონეს მისი დისკრედიტაციისათცის. 

ჯერ ერთი, რა დროს მის „დისკრედიტაციაზე“ საუბრის დროა, როცა ქვეყანა ყაზტრანსგაზის დაუდევრობით გარდაცვლილ 4 ადამიანს გლოვობს?

მეორეც, კალაძე თბილისის მერია და სხვა თუ არაფერი, მორალურ პასუხისმგებლობას ხომ მაინც უნდა გრძნობსეს ამომრჩევლის  წინაშე იმასთან დაკავშირებით, რაც დაუსრულებელ კორპუსში, მისი ბინეს-კომპანიის დაუდევრობის გამო მოხდა? 

კიდევ ერთხელ...

16 დეკემბერს, დიდ დიღომში მდებარე კორპუსში გაზის სუნი დილიდან იგრძნობოდა.  კორპუსის მცხოვრებლებმა კალაძე-მაქაცარიას კუთვნილ ყაზტრანსგაზში დარეკეს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს. „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, დღის სამ საათზე ადგილზე მივიდნენ, კორპუსი დაათვალიერეს და განაცხადეს, რომ „საშიში არაფერია“. 

თუმცა, ზუსტად 5 საათსა და 30 წუთში გაზის გაჟონვის შედეგად საშინელი აფეთქება მოხდა, ჩაინგრა ლიფტის შახტა, დაინგრა კორპუსის მეექვსე სართული და გარდაიცვალა 4 ადამიანი. 

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ არ ჩქარობს პასუხისგებაში მისცეს არა ის ორი საწყალი მუშა, რომელიც შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გაუშვეს, არამედ კომპანიის მენეჯმენტი - მოშლილი უსაფრთხოების სისტემის გამო. 

რატომ? ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ. იმიტომ რომ ყაზტრანსგაზი კახი კალაძისა და ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესია. სწორედ ისინი შოულობენ მილიონებს, როგორც ჩანს, ხალხის უსაფრთხოების ხარჯზე. 

„დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისმგებლობაში ყაზტრანგაზი, როგორც დიდ დიღომში მომხდარი დანაშაულის ჩამდენი. 

აქ განხორციელდა დანაშაული, რომელსაც საზარელი შედეგები მოჰყვა“, - აცხადებს დაზარალებული სამშენებლო კომპანიის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.

P.S: ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ წელიწადში, გაზის გაჟონვა-აფეთქების გამო 86 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ასეული კი მოიწამლა.