• თბილისი
  • 25°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

კახა კალაძე ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირებაზე: ამაზრზენი იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ

თბილისის მერმა კახა კალაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ დაპირისპირებას „ამაზრზენ ფაქტი“ უწოდა.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს. ყველა ნორმალურად, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი, რაც მოხდა?! ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვიხილეთ. მე როგორც ვიცი გამოძიება დაწყებულია და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა „ფეისბუქში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. თავად გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

თეგები :

კახა კალაძე