• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

ფინანსთა მინისტრი: გადასახადები იმდენად დაბალია, მეტის დაწევა შეუძლებელია

ივანიშვილის მთავრობის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს რომ საქართველოში „გადასახადები იმდენად დაბალია, მეტის დაწევა უბრალოდ, შეუძლებელია“. 

ივანე მაჭავარიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იმაში გვარწმუნებდა რომ ჩვენი ცხოვრების დონე ყოველდღიურად უკეთესი ხდება, ახლა ასე ცდილობს მოქალაქეებს თვალებში ნაცარი შეაყაროს. 

„გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია. სპეკულაცია, თითქოს გადასახადების შემცირებით სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა ექნება, არასწორია. 

გადასახადები არ არის მიზეზი იმის, თუ დღეს არ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების რეფორმა, გამარტივებისკენ, ეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯები და ა.შ“, - ამბობს ტექნოპარკში გამართულ კონფერენციაზე იმ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, სადაც მოზარდები ჯართის შეგროვებისას იღუპებიან, ბავშვები შიმშილობენ, ხოლო ივანიშვილის გარემოცვა ხალხის ფულით მდიდრდება.