• თბილისი
  • 25°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

"ვის იჭერთ თქვენი დედა მ@@@ყან, მე უნდა მოგაგებინოთ არჩევნები" - ცესკოს თანამშრომელი პოლიციას

"პრესა. ჯის" ექსკლუზივი. ფაქტები და ფოტო-მტკიცებულებები. სროლა ფალიაშვილზე და ცესკოს თანამშრომელი, რომელიც პოლიციას ამ სიტყვებით უყვიროდა:

"ვის იჭერთ თქვენი დედა მ@@@ყან, მე უნდა მოგაგებინოთ არჩევნები"...

ყველაფერი დაიწყო ასე...

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, 16 ნოემბერს, პატრულმა ცესკოს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი, ვინმე ირაკლი კახნიაშვილი ფალიაშვილის ქუჩაზე გააჩერა. 

საპატრულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება რომ პირი, რომელიც მერსედესის მარკის ავტომობილით, (რომლის სახელმწიფო ნომერი იყო 001) მოძრაობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. 

 პოლიციამ გაარკვია რომ მანქანას ცესკოს თანამშრომელი, ირაკლი კახნიაშვილი მართავდა, რომელიც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე "ვინჩესტერიდან" შუა ვაკეში ისროდა... 

მართლაც, საპატრულო პოლიციამ, ცესკოს თანამშრომელ კახნიაშვილს მანქანაში "ვინჩესტერი" და ტყვიების მთელი შეკვრა უპოვა, რაც ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ფოტო-მტკიცებულებებითაც დასტურდება. 

კერძოდ, ფოტოებზე, რომელსაც "პრესა.ჯი" ექსკლუზიურად აქვეყნებს, ჩანს როგორც "ვინჩესტერი", ისე ტყვიები, მანქანის ნომერი და ცესკოს საბუთი, რომელიც კახნიაშვილის საკუთრებაა.

"საპატრულო პოლიციის მიერ კახნიაშვილისათვის საბუთების მოთხოვნას აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. 

 ვის იჭერთ თქვენი დედა მ@@@ყან, მე უნდა მოგაგებინოთ არჩევნები. ასე უყვიროდა ცესკოს თანამშრომელი პოლიციას", - გვიყვება წყარო, რომელმაც ფაქტის დასადასტურებლად ფოტო-მასალა გადმოგვცა. 

როგორ განვითარდა მოვლენები? 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კახნიაშვილის დაკავების გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ნებართვის ასაღებად ოცმეთაურს დაუკავშირდნენ, რომელმაც თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის აწ უკვე ყოფილ უფროსს, თეიმურაზ კუპატაძეს დაურეკა.

"გადაუღეთ და გაუშვით", - ასეთი იყო კუპატაძის ბრძანება მეორე ტურის წინ, ცესკოს თანამშრომლის შესახებ, რომელმაც როგორც თავად ამბობდა, თურმე "ოცნება წაგებას უნდა გადაარჩინოს". 

 წარმოიდგინეთ, კუპატაძემ პატრულის თანამშრომლებს უბრძანა არ დაეკავებინათ აგრესიული, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი შეიარაღებული პირი მხოლოდ იმიტომ რომ ის ცესკოს თანამშრომელი იყო, წინ კი არჩევნების მეორე ტური გველოდებოდა... 

მიუხედავად იმისა რომ ცესკოს აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი კახნიაშვილმა იარაღიდან გაისროლა და თავდაპირველად პატრულს  არ დაემორჩილა, ის სახლში გაუშვეს... 

თუ რატომ, ამის შესახებ კითხვები ალბათ ზედმეტია. 

 მეორე ტურის წინ, მაშინ, როდესაც ოლიგარქი ხალხს სალომე ზურაბიშვილისათვის ხმის მიცემას აწითლებული თვალებით ეხვეწებოდა, ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვის ემზადებოდა, ცესკოს თუნდაც რიგითი, აგრესიული და შეიარაღებული თანამშრომლის განაწყენება არ აწყობდა... 

P.S: პრესა. ჯი დაუკავშირდა ცესკოს პრეს-სპიკერს, ანი მიქელაძეს. მან გვითხრა რომ ირაკლი კახნიაშვილი ამ მომენტში ცესკოში არ მუშაობს, "თუმცა მუშაობდა". 

„ირაკლი კახნიაშვილი ცესკოში ნამდვილად მუშაობდა შიდა ტიპის დეპარტამენტში.

თუმცა, მან 28 დეკემბერს  დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, პირველი იანვრიდან კი ის უკვე აღარ არის ცესკოს თანამშრომელი. 

ფაქტს რომელსაც მეუბნებით, მე ვერ გავარკვევ, რადგან ეს საარჩევნო ადმინისტრაციას არ ეხება. შესაბამისად, არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას“- გვითხრა ანა მიქელაძემ.