• თბილისი
  • 13°C
  • 23 აპრილი, 2019
article

უსუფაშვილი: სააკაშვილი ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით არის დაკავებული

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით არის დაკავებული, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ რომ მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს.

„მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით.

მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თეგები :

×