• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

ელენე ხოშტარია: „ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინციატივას მხარს დაუჭერს

„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს, - ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ხოშტარიას თქმით, ბესელიას ინიციატივას, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 5 წლით გადავადდეს, ისინი მხარს დაუჭერენ. 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა დღეს კენჭი უნდა უყარონ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესის გადავადების შესახებ.

მათი უმრავლესობაში დარჩენა სწორეს ამ კანონპროექტების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა და ეს გუშინ გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგაც დადასტურდა. 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე საკმარისი არგუმენტები აქვს იმისთვის, რომ დეპუტატები დაარწმუნოს და მათ მხარი დაუჭირონ მის კანონპროექტს.