• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ირაკლი სესიაშვილი: თეა წულუკიანმა მასტერკლასი ჩაატარა, ოპოზიცია პოლიტიკურად გააფარჩაკა

„გუშინ თეა წულუკიანმა მასტერკლასი ჩაატარა, ოპოზიცია პოლიტიკურად გააფარჩაკა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თეა წულუკიანი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველა მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავი პასუხი გასცა.

„თეა წულუკიანის მიმართ არაერთხელ მოგვისმენია აბსურდული ბრალდებები. გუშინ თეა წულუკიანმა მასტერკლასი ჩაატარა, ოპოზიცია პოლიტიკურად გააფარჩაკა. მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველა მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავი პასუხი გასცა. ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია და თავის ფუნქციებს ართმევს თავს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში 21:00 საათამდე გაგრძელდა. თეა წულუკიანს გუშინ კითხვით 40-მა დეპუტატმა მიმართა.