• თბილისი
  • 16°C
  • 03 აპრილი, 2020
article

თეა წულუკიანი: ზურაბ ჭიაბერაშვილი ზუსტად იგივეა, რაც ასლან აბაშიძე იყო

„ზურაბ ჭიაბერაშვილი არამც თუ უკეთესი არ არის ასლან აბაშიძეზე, ზუსტად იგივეა, რაც ასლან აბაშიძე იყო, მისით ამობრწყინდა დემოკრატიის შუქურა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„ასლან აბაშიძე ახსენა ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურა ჭიაბერაშვილმა და „გააქიაქა“. მან ასლან აბაშიძის მიერ გაყალბებული ხულოსა და ქობულეთის არჩევნები გააუქმა. მერე იცით რა გააკეთა? ამიტომ დაგვსაჯა სტრასბურგმა. თავიდან კი არ ჩაატარა ხულოსა და ქობულეთში არჩევნები, იყო რა ცესკო-ს თავმჯდომარე, შეაჯამა ეროვნული არჩევნების შედეგები, რომ ხულოსა და ქობულეთში საერთოდ არჩევნები არ ჩატარებულა. ამას ჰქვია საარჩევნო უფლების მასიური წართმევა, რაც დააშავა ბატონმა ზურა ჭიაბერაშვილმა, რომელიც არამც თუ უკეთესი არ არის ასლან აბაშიძეზე, ზუსტად იგივეა, რაც ასლან აბაშიძე იყო. მისით ამობრწყინდა დემოკრატიის შუქურა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.