• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

წულუკიანი ბოკერიას: გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე

„გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე რეცეპტი“, - ასე მიმართა თეა წულუკიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის წევრებს. 

ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. 

„თავს იმართლებდა ყველა, რომ რუსეთთან თქვენ 2011 წელს დავა საბოლოო გადაწყვეტილებით წააგეთ და ბატონმა გიგა ბოკერიამ მითხრა გუშინ, მოგიტან რეცეპტს, როგორ შეატრიალო ეს დავაო, მაშინ, როცა მე ვუთხარი, რომ მე მაქვს ჩემი სტრატეგია.  გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე რეცეპტი. ბატონო გიგა, მოგესალმებით, რომ მოხვედით. მომიტანეთ რეცეპტი, როგორ უნდა შემოვატრიალო 2011 წელს თქვენ მიერ წაგებული დავა? არ მომიტანა გიგა ბოკერიამ რეცეპტი იმიტომ, რომ არ მაქვს. არადა კულიჩის რეცეპტს არ გთხოვდით. გთხოვდით რუსეთთან ბრძოლის ეფექტურ რეცეპტს, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.