• თბილისი
  • 36°C
  • 25 ივნისი, 2019
article

გახარია: კიბერთავდასხმის ის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით

„ჩემ მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან მოჰყვა პასუხი – არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე წერილით მიმართვა იქნებოდა.

„ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორ წერილს, გახსოვთ, იყო ასეთ ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას, შემდგომ რა რეაქცია მოჰყვა „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან – არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.  ჩემს მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან მოჰყვა პასუხი – არა, ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონია. კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამოდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის შესაძლებლობა. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია, უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით, ამ კონკრეტული ადრესატისგან. გარდა ამისა, უკვე საფრთხეს იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და მოგიყვებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.