• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: დამელოდეთ ცოტა ხანს, იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ

„დამელოდეთ ცოტა ხანს, იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ“, - ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ.

„ქალბატონმა სალომემ გაუგონარი კორუფცია არის დღეს თავდაცვის სამინისტროშიო და ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც აქ სურათები ააფრიალა და დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ. დაპატიჟეთ და გააცანით ის დოკუმენტაცია, სადაც არის რეალური კორუფცია, მაგრამ ქალბატონი სალომე არ გახლავთ.

ეტყობა, „რუსთავი 2“-ს ინტერვიუს აძლევს, იმ „რუსთავი 2“-ს, რომელიც სამწუხაროდ, ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს ფულით, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების ფულით არის ნაყიდი და დამელოდეთ, ამაზეც ვისაუბრებ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ლევან იზორია საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში იმყოფება.