• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

„ეს არის ტოტალური გამოყ...ება“ - ნიკა გვარამიას პასუხი ტელეკომპანია „იმედს“

ნიკა გვარამია ტელეკომპანია „იმედს“ პასუხობს. 

საუბარია რეპორტაჟზე, რომელიც „იმედის კვირამ“ მოამზადა და სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა ფეისბუქ ლაივებში. 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება შეასრულა. 

ნიკა გვარამიას თქმით, მას ფეისბუქ ლაივების შემდეგ ემუქრებოდნენ, თუმცა მას არ ეშინია და სულერთია, რა ფორმით დაემუქრებიან. 

„ლაივები რატომ ჩათვალა რომ სატელევიზიო გამოსვლაა არავინ არ იცის. მე პირად სივრცეში რას ვილაპარაკებ, ესეც "იმედის" საქმე ყოფილა. სინამდვილეში ვიცით რა მოხდა. ეს არის რეაქცია დედა მოტ...ულ სვავზე. ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ამ კაცმა გადმოკვეთა წითელი ხაზი  და ახლა უპასუხეთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხი, პირდაპირ სტალინური ამბავია. ეს არის ტოტალური გამოყ... ება, ბოდიში ყველას.

ეს მუქარაც მიმიღია, ცემის მუქარაც  მიმიღია იმიტომ რომ მითხრეს, რომ გაიხსენე ვალერი გელაშვილიო. ფეხებზე მკიდია. გინდა მცემეთ, გინდათ გაავრცელეთ ფარული  კადრები. მე ავისხლიტავ ამ ყველაფერს. პირდაპირ როგორც კი ლაივი ჩაიწერა. მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს, არც დაკითხვები არაფერი არ მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია, გინდათ ჩემი ცემა, მიდით მიაწექით, ჩემს ნაცემ კადრებსაც მთელი მსოფლიო იხილავს. მოკვლა გინდათ, გააგრძელეთ. შევალ ისტორიაში დიდებულად რომ ჩემს გამო თქვენ დაემხობით. მაინც დედა მოტყ... სვანია ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.