• თბილისი
  • 22°C
  • 22 მაისი, 2019
article

პრემიერი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეზე: ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია

არის თუ არა პრეზიდენტის რეზიდენციისა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლის (ავლაბრის ყოფილი რეზიდენცია) შენახვა ორმაგი ხარჯი - ამ კითხვაზე პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ არა.მამუკა ბახტაძის განმარტებით, პრეზიდენტის რეზიდენციასა და ავლაბრის ყოფილ რეზიდენციას სხვადასხვა ფუნქცია ექნება. 

"რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, რადგან ეს პრეზიდენტის სასახლე არ არის. ამაზეც გაკეთდა როგორც მე მახსოვს არაერთი კომენტარი და ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის არის ფუნქცია მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ამავე დროს ამ შენობას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა. სადაც მისვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს და ნახვა ჩვენი ეროვნული საგანძურისა, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს. თქვენ სვამთ კითხვას ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება? ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ერთი და იგივე ფუნქციის არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით, გადასახადების გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე , ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარეც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


თეგები :

×