• თბილისი
  • 25°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი: დასაქმების პრობლემა კვლავაც გადაუხლახავია

„დასაქმების პრობლემა კვლავაც გადაუხლახავია“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქართულ-კვიპროსულ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

ქორთიარდ მერიოტში ქართულ-კვიპროსულ ბიზნეს ფორუმზე მონაწილეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე მსჯელობდნენ. ღონისძიება საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა გახსნეს. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში, დასაქმება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.

„საერთაშორისო რეიტინგებში, წლევანდელი მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის მიხედვით ჩვენ მეექვსე ადგილზე ვართ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის  მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მერვე ადგილზე ვართ. მიუხედავად ამ წინსვლისა ჯერ კიდევ ვდგავართ გამოწვევების წინაშე. დასაქმების პრობლემა კვლავაც გადაუხლახავია, ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. მინდა ავღნიშნო, რომ სამიოდე წლის წინ კვიპროსი იყო მსხვილ ინვესტორთა ათეულში. ვიმედოვნებ, რომ ეს ინტერესი არ განელდება და ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო გაფართოვდება,“-განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები :