• თბილისი
  • 22°C
  • 22 მაისი, 2019
article

"პანკისში მომხდარი ფაქტი კონკრეტული ადამიანის განზრახვას უკავშირდება, რომელიც შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურის წამომადგენელი იყოს"...

გუშინ, პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებას, ოპოზიცია ხელისუფლების პროვოკაციას უწოდებს. 

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება და მცხოვრებთა გაღიზიანება ჰესის მშენებლობამ და ამასთან, ტერიტორიაზე მობილიზებულმა სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

იყო თუ არა, პანკისში დაწყებული დაპირისპირება ხელისუფლების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია და  რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყოველივე- ამ საკითხებზე „პრესა.ჯი“ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა. 

-როგორ შეაფასებდით, გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარ ფაქტს?

-რა თქმა უნდა, საშინელი ფაქტი მოხდა გუშინ პანკისსში... დაუჯერებელი და ამავე დროს წარმოუდგენელიც. 

-იყო თუ არა, ეს ყოველივე  სახელმწიფოს მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია და თუ ასეა, რაში დასჭირდათ ამის გაკეთება?

-აი, სწორედ ასეთი კითხვა მაქვს მეც, მაგრამ ვფიქრობ, ლოგიკაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ  სახელმწიფო თავის წინააღმდეგ  ასეთი ტიპის ქმედებებს აწყობდეს. 

-მაშინ, ვის შეიძლება უკავშირდებოდეს პანკისში წარმოქმნილი კონფლიქტი?

- მგონია, რომ ეს უფრო კონკრეტული ადამიანის განზრახვას უკავშირდება, იმის, ვინც შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურის წამომადგენელი იყოს, ან საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება, რომელიც ასეთი ტიპის პროვოკაციებს გეგმავს და შემდეგ ახორციელებს კიდეც. 

არ გამოდის არანაირად, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესში შედიოდეს.

არალოგიკურია, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავს დისკრედიტაცია მოუწყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავისთავად ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ თან ისეთ დღეს, როცა არ უნდა მოხდარიყო, ბზობას, კვირა დღეს. 

-ამბობთ რომ მომხდარი შესაძლოა, ამ დღესასწაულს უკავშირდებოდეს და სპეციალურად იყოს დამთხვეული ბზობის დღესასწაულს?

-ვერ გეტყვით, თუმცა, საეჭვოა, რატომ მაინცდამაინც ამ მნიშვნელოვან დღეს მოხდა ეს ყველაფერი? ეს იყო ვიღაცის პროვოცირებული, მაგრამ კონკრეტულად ვინ იყო ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, მეც ძალიან მაინტერესებს...


თეგები :

×