• თბილისი
  • 34°C
  • 18 ივლისი, 2019
article

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური: სააკაშვილის უკრაინაში კანონიერად ჩასვლის საფუძველი არ არსებობს... აკრძალვა 2021 წლამდე მოქმედებს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში კანონიერად ჩასვლის საფუძველი არ არსებობს, - აცხადებენ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურში.

"აღნიშნულმა პირმა 2017 წლის სექტემბერში უკანონოდ გადაკვეთა პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი უკრაინისკენ, რაც დასტურდება ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სააკაშვილთან მიმართებაში 2021 წლამდე მოქმედებს უკრაინაში შესლის აკრძალვა 2021 წლამდე.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის საფუძველზე და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს", - აცხადებენ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურში.


თეგები :