• თბილისი
  • 25°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

ბახტაძე პანკისის მოვლენებზე: აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ არის სრულიად მიუღებელი და კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პანკისის მოვლენებზე განცხადება გააკეთა:

"ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და საქართველოში დაცულია ყველა ადამიანის უფლებები. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი, ეს შეუძლია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში. ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. თუმცა ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ არის სრულიად მიუღებელი და ბუნებრივია, კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური. პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ნამდვილი პატრიოტი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა და მე განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, მათ მივმართო: ჩვენ არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან - ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მე მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას ვინც იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმის დემონსტრირება და ძალიან მაღალი დონის თავშეკავების. ჩემი აზრით, თავშეკავება, ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი“, - განაცხადა ბახტაძემ.


თეგები :