• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

ხოშტარია გახარიაზე: ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და კითხვებს გასცეს პასუხი

„ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას შეთავაზებას თანხმდება და შინაგან საქმეთა მინისტრს არაფორმალურ შეხვედრაზე, ფინჯან ყავაზე ეპატიჟება.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის მზადაა, გახარიას ყავა თავად მოუდუღოს.

ხოშტარიას თქმით, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს.

„დღეს შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს, ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტსა და პარლამენტში მოსვლა, მინდა შევთავაზო, ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს  და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს,  ერთადერთი ჩემი პირობაა , ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და კითხვებს გასცეს პასუხი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.