• თბილისი
  • 28°C
  • 20 მაისი, 2019
article

კალაძე პანკისის მოვლენებზე: არავის ეპატიება პოლიციელის მიმართ ასეთი აგრესიული ქმედებები... დამნაშავეები კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს

თბილისის მერი პანკისში მომხდარ შეტაკებებს ეხმაურება. კახა კალაძე აცხადებს, რომ არავის ეპატიება პოლიციელზე ძალადობა და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

"პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა  განვითარდეს, ქვეყანა წინ წავიდეს მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნეს ათვისებული ის წყლის რესურსი და შესაძლებლობები რომელიც ქვეყანას გააჩნია. ყველა ის ადამიანი ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას,  ენერგეტიკულ განვითარებას არის ქვეყნის მტერი. რომელ ძალის გადამეტებაზე ვლაპარაკობთ?! რაც ჩვენ იქ ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება. სამწუხარო არის ის რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც დანაშაული მიუძღვის აუცილებლად პასუხი უნდა აგოს. არავის არ ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები,“-განაცხადა კახა კალაძემ. 


თეგები :

×