• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

ნიკა მელია: გახარია დანიშნა ივანიშვილმა შს მინისტრად და უთხრა მემსახურეო

„გიორგი გახარია  2017 წლის 13 ნოემბრიდან დანიშნა ივანიშვილმა შს მინისტრად და უთხრა მემსახურეო. მას შემდეგ უმარავი კრიზისი შეიქმნა ამ ქვეყანაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო. რომელიმე მათგანზე პასუხს აგებს თუ არა?“ - ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა. 

საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი გახარიას პარლამენტში მწვავე კითხვებით ელოდება.

„ეს ადამიანი 2017 წლის 13 ნოემბრიდან დანიშნა ივანიშვილმა შს მინისტრად და უთხრა მემსახურეო. მას შემდეგ უმარავი კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო... კონკრეტულ ფაქტებზე გვექნება საუბარი. რომელიმე მათგანზე პასუხს აგებს თუ არ აგებს? გამოუძიებელ საქმეებზე, ასევე ტერორისტული ჯგუფის შუაგულ ცენტრში ყოფნაზე, რის თაობაზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი ხელშეწყობით მოხდა ამ ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა და ა.შ. პანკისის ხეობასთან დაკავშირებითაც ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გასცეს ვინ დაგეგმა, ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ იქ სპეცდანიშნულების რაზმი შესულიყო. ხეობაში, სადაც ერთხელ შეიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი და უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის ლოგინში დახვრიტეს. ამის შემდეგ ეყოთ კადნიერება და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

შს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა. გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.


თეგები :

ნიკა მელია