• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

ნიკა მელია გიორგი გახარიას: უნამუსო ხარ!

პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც შს მინისტრს გიორგი გახარიას „უნამუსო“ უწოდა. 

მელიას განცხადებით მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პოლიციის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა ოპოზიცია, თუმცა ამას თავად ის აკეთებს. 

„თქვენ ბრძანეთ, რომ მეხუთეჯერ წარვსდექი თქვენს წინაშე საპარლამენტო ტრიბნუასთან, მეხუთეჯერ მომიწია გამოსვლაო და ეს საპარლამენტო დემოკრატიის პლიუსად აქცენტირებულად თქვით. გასაგებია, რომ მეხუთეჯერ მობრძანდით პარლამენტში, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან დადგებით, არამედ რას ამბობთ და რას საუბრობთ. თქვენ ბრძანეთ დასაწყისში ძალიან უცნაური რამ, თითქოს ჩვენ და ჩვენზე იყო აქ აქცენტი გაკეთებული, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს. მე გეტყვით საპირისპიროს – თუ ვინმე დისკრედიტაციას უწყობს ხელს პოლიციისას, ბრძანდებით პირადად თქვენ, ბატონო გახარია, ადამიანი, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან და ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც კი. მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი – ხვიჩა ცხაკაია საკმარისია. თქვენ ასე ვთქვათ, თავი გამოისულელეთ და თქვით, რომ უბრალოდ არ გსმენიათ, არადა, პირადად ხართ ამ ადამიანთან შეხვედრილი

თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება, იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ლავას ოღლის ათავისუფლებს, იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი. რომლის რიგებში გახლავთ კალაძე, თქვენი მეორე ლიდერი, რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვთ თბილი, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა, რომელიც ამაყობს რვა სული ქურდით და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტებას, უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრვალჯერ დაგიფიქსირებთ“, - აღნიშნა მელიამ.

ამ განცხადებას სასესიო დარბაზში უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. გამოსვლა საპრლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს. ამის შემდეგ მელიამ უშუალოდ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

„უნამუსოა ადმიანი, ვინც ხელებს იბანს ია კერზაიას გარდაცვალებაზე, უნამუსოა ადამიანი, ვინც სპეცრაზმს შეიყვანს პანკისში“, – განაცხადა მან.

უმრავლესობის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა მელია პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„ბატონო ნიკა, მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას. დამშვიდდით ბატონო ნიკა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მთავრობის საათის ფორმატში გიორგი გახარიას უსმენენ. 


თეგები :

ნიკა მელია