• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

„თუ საუბრობენ, რომ ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული“

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც გუშინ მოვისმინეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სპეცოპერაციასთან და თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად ამბობს, რომ საქმე აქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს.

მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც გუშინ გაავრცელა კავშირი არ აქვს სახელმწიფო ვალდებულებასთან, პასუხი გასცეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის საქმეს.

„რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერებს, ცხადია თუ ეს ავთენტურია, ძალიან მძიმე რამეა. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს.  წარმოუდგენლად გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა. ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედება ხელისუფლების, რომ თან იძახიან ტერორიზმთან საქმე და თან არაფერს აკეთებენ, ასმაგად კიდევ უფრო გაუგებარია საერთოდ რითია დაკავებული.

საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, ეს იქნებოდა საშუალება ზეწოლა მომხდარიყო საგამოძიებო უწყებებზე, რომ პასუხი გაგვეცა კითხვებზე, რაც არის. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ აუდიო ჩანაწერით, მართალიც რომ აღმოჩნდეს, გადაფარავენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს. რა თქმა უნდა, ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ხოშტარიამ.