• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

„რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში?“ - ედიშერ თოლორაიამ დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია, ზუგდიდის კულტურის სახლში დევნილებს შეხვდა, სადაც დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ შეკრებილებს მიმართა და მათ შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

„2016 წელს, როდესაც ქალბატონი სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან.  ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ უპირისპირდება არც ქალბატონს და მითუმეტეს, ოპოზიციურ მხარეს ბინძური მეთოდებით. უბრალოდ იყო ასეთი რაღაცა: მე რძალი ვარო თქვენი (მა ნოსა ვორექ თქვან). გეგა არის ჩვენი შვილი. ნამ გისხუნნა-ნოსა თუ სკუა უდეს? (რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ) ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას“, - აღნიშნა თოლორაიამ. 

შეხვედრას ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.


თეგები :