• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

„ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს“

„ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს,“ - ამის შესახებ განცხადება მმართველი პარტიიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

პარლამენტის წევრი, ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი „ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 2020 წლისთვის მმართველი პარტია ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული.

„არანაირი მიმინოშვილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, არანაირად ის არავის არ დაატრენინგებს და არანაირ ახალ სახეებს არავის არ შესთავაზებს. რეალობა იქნება ისევ ის, რომ „ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს. უფრო მეტად ორიენტირებულს შეკვეთების შესრულებაზე და მერე ძალოვნები შეეცდებიან, რომ ეს ადამიანები უმრავლესობით მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ეს იქნება სქემა, რომელსაც მე ველოდები 2020-ში. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხალხისთვის ხელის გადაგრეხვის გზით, თავისუფალი ნების მიმართ განხორციელებული ტერორით და აგრესიით, „ქართული ოცნება“ შეეცდება მიიღოს მანდატები,“ - განაცხადა ფოფხაძემ.


თეგები :